LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ

157
3c65aa44-2835-46ca-9b71-b9c6fd0a4053-w1200-r1

“ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე.

„ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ხშირად არ არის ეს მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალსიხმებას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდით მთელი ეს წლები, ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები