LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა” – ეკა ბესელია უმრავლესობას

109
Ираклий-Кобахидзе-и-Эка-Беселия

მომავალი არჩევნების თემას, რომელშიც “ქართული ოცნება” წინასწარ გამარჯვებას აანონსებს, თავისუფალი დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა და უმრავლესობას რჩევებიც მისცა. ბესელიას განცხადებით, პარტია არ უნდა ენდოს ირაკლი კობახიძის გათვლებს, რადგან კობახიძე “უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა.”

თავისუფალი დეპუტატი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ  არჩევნებში “ქართული ოცნება” 50%-დან 60%-მდე შედეგს მიაღწევს. ბესელიას თქმით კი, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით 60% 2016 წლის არჩევნებშიც არ მიუღია.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა” – ირაკლი კობახიძე

„პროპორციული სიით 60% ჩვენ ვერ ავიღეთ ვერც 2016 წლის არჩევნებში. ასეთი ანონსის გაკეთება არის “ოცნების” და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, თორემ ამას რეალობასთან საქმე არ აქვს. გირჩევდით, რომ ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით იმიტომ, რომ ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა. მისი ციფრები არასდროს არ ამართლებდა. არც მაშინ, როცა მე უმრავლესობაში ვიყავი – ერთს ამბობდა და მეორე იწერებოდა ხოლმე ოფიციალურ მონაცემებში. ასე რომ, მისი მათემატიკა ისევე, როგორც მისი განცხადებები, სანდო არ არის,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ივანიშვილმა მითხრა, გაჩერდი, თორემ ვერ დაგიცავო – ეკა ბესელია

თუმცა პარტიაში ასე არ ფიქრობენ. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„თუ ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც აქვს რეალური შანსი ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები