LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაისურაძე და მისი მეგობრები სიკვდილის ხრამიდან ცოცხლები ამოვიდნენ: „მანქანა ამოტრიალდა და ჰაერში ხუთი ბრუნი გააკეთა…“

961
ირაკლი მაისურაძე

ტელეჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ გადაურჩა სიკვდილს მეგობრებთან ერთად. 1-ელ ივნისს საკუთარ დაბადების დღედ მიიჩნევს, რადგან წლების წინ, სწორედ ამ დღეს მოხდა ავარია:

„ბათუმის გზაზე, ციხისძირი ს შემდეგ რომ დიდი მოსახვევია, მანქანა ხევში გადავარდა. მოსრიალდა, მეგონა, ბეტონის ფილები გაგვაჩერებდა. მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. ფილებმა ვერ გაგვაჩერა და ხევში გადავცივდით. მანქანა ამოტრიალდა და ჰაერში ხუთი ბრუნი გააკეთა. ღვთის წყალობით, ამოშვერილ არმატურებს ავცდით, მანქანა კი გადაბრუნების შემდეგ ისევ ბორბლებზე დადგა. მართლა ღვთის წყალობით გადავრჩით… ხუთნი ვიყავით, მე, ნინო ვარდოსანიძე, ეკა ეკაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და ვახო მაღალაძე. მე დაჟეჟილობები მივიღე და შუშის ნატეხებისგან ნაკაწრები მქონდა, მანქანას ვახო მართავდა, ის ფანჯრიდან ნახევრად გადაწეული იყო, ავტომობილი გვერდით რომ გადაბრუნებულიყო, ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა…“

ირაკლი მაისურაძის ცხოვრება ინსულტის შემდეგ და ოცნების სახლი, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად გადავიდა: „ერთმანეთის დაფასება კიდევ უფრო ვისწავლეთ…“

ირაკლი მაისურაძეს შეუსვენებელი მუშაობის შედეგად ინსულტი დაემართა: „ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რატომ უნდა დამეძინა, ძილში რატომ უნდა დამეხარჯა დრო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები