LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაქაცარია უკრაინელ მომღერალთან ერთად – „კიდევ უფრო გაამყარებს უკრაინის და საქართველოს მეგობრობას…“

8869
maqatsaria

უკრაინელი შემსრულებელი, ტინა კაროლი თბილისშია. ის დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლაივშოუზე იმღერებს. მისი მასპინძელი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარიაა, რომელიც უკრაინაში საკმაოდ ცნობილი ადამიანია და ბევრ პოპულარულ სახესთან აქვს ურთიერთობა. მათ შორისაა ტინაც.

ირაკლი მაქაცარიამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში. მიხარია, რომ პირველად წარდგები შენი სიმღერით ქართველი მაყურებლის წინაშე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს უკრაინის და საქართველოს მეგობრობას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები