LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანელი ბოდიბილდერი ქალი „ანტიისლამური“ სელფების გამო დააპატიმრეს

163

ირანელი ბოდიბილდერი ქალი „ანტიისლამური“ სელფების გამო დააპატიმრეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, სპორტსმენის ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ, ეს არის შირინ ნობაჰარი, რომელსაც “ინსტაგრამზე” 68 ათასი გამომწერი ყავს.

შეგახსენებთ, რომ ნობაჰარი ერთ-ერთია იმ ორ ირანელ მანდილოსანს შორის, რომლებიც საერთაშორისო ჩემპიონატებზე მონაწილეობდნენ. 2016 წელს, როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა, ხელისუფლებამ ფოტოების კონტროლისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სპორტდარბაზში გადაღებული სელფები მათთვის ზედმეტად თამამი და ვულგარულია, ამიტომ შირანი ამჟამად დაპატიმრებულია.

აღსანიშნავია, რომ მის გასათავისუფლებლად გირაო 2 მილიონი რიალი, ანუ 60 დოლარი დააწესეს, თუმცა ქალბატონს ეს თანხა სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა.

https://www.instagram.com/p/BPXlDCXBCK1/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები