LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ანჯელინა ჯოლის ზომბი ვერსია დააპატიმრეს

1222
-109122091-mediaitem109122090

ირანელი ინსტაგრამის ვარსკვლავი, რომელიც ანჯელინა ჯოლის ზომბი ვერსია გახდა, მკრეხელობისთვის და ძალადობისკენ წაქეზებისთვის დააპატიმრეს.

საარ ტაბარმა უკიდურეს ზომებს მიმართა, იმისთვის, რომ მსახიობ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა – თუმცა ეს 50 პლასტიკური ქირურგიის შედეგია თუ ფოტორედაქტორების ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე ინტერვიუში ტაბირმა აღიარა რომ მას რინოპლასტიკა და ტუჩის კორექცია ნამდვილად გაკეთებული აქვს, სხვა დეტალებს ის ინტრიგად ტოვებდა.

მისი სურათები გასულ თვეს ვირუსულად გავრცელდა და მასზე ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიასაშუალება წერდა.

 

 

22 წლის გოგონა, თავადვე წერდა, რომ ის ანჯელინა ჯოლის ზომბი ვერსია იყო.

ჩავარდნილი ლოყები, არაბუნებრივი ღიმილი და მულტფილმის პერსონაჟის მსგავსი ცხვირი -ამ ყველაფერმა საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით ირანში.

თუმცა, მას შემდეგ რაც მის ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, მან თქვა, რომ ეს გარეგნობა გრიმის და ფოტორედაქტორების შედეგიც იყო.

რა ვიცით მისი დაკავების შესახებ

ადგილობრივი მედია წერს, რომ გოგონაზე პოლიციაში საჩივრები შევიდა და სწორედ ამის შემდეგ დააპატიმრეს ის. მას ბრალს სდებენ ქონების უკანონოდ მოპოვებაში, მკრეხელობაში, ირანში ჩაცმის კოდექსის შეურაცხყოფაში და ახალგაზრდების კორუფციულ საქმიანობაში წახალისებაში.

მისი ინსტაგრამი ამ დროისთვის წაშლილია.

ტაბირი იმ ინფლუენსერების გრძელ სიას შეუერთდა, რომლებიც ირანში კანონდამრღვევებად ცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები