LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა 113 ადამიანი იმსხვერპლა

72
dddddd

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იმატებს – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა 113 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 724 ადამიანი შეადგინა.

1209-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი.

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 13 938 შემთხვევაა დადასტურებული.

ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ანტარქტიდაა

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები