LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში სამხედრო აღლუმის დროს ტერაქტი მოხდა

83

ირანის სამხრეთში, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება. მისივე ინფორმაციით, ხალხის მისამართით ცეცხლი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს.

უსაფრთხოების ძალებმა 5 თავდამსხმელი გაანადგურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები