LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევაზე ბევრი კითხვის ნიშნებია, რადგან საველე სამუშაოებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია ასრულებს: დავით მათიკაშვილი

50
დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

მისივე განცხადებით, კვლევისთვის საველე სამუშაოებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია ასრულებს, თუმცა ამის მიუხედავად, ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ მოსახლეობისთვის ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

“კვლევის შედეგების ცდომილების მიუხედავად, IRI-ის ​ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც საკმაოდ ობიექტური საფუძველი გააჩნია, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია. კითხვის თითქმის ყველა კვლევასთან მიმართებაში არსებობს, რადგან იყო 10-15 და 20 პროცენტიანი ცდომილებაც კი, კვლევის საგანსა და შემდგომ დამდგარ შედეგს შორის. ამის მიუხედავად, ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს. აქ 48 პროცენტზე არ არის საუბარი, საუბარია მოქალაქეთა გაცილებით დიდ პროცენტზე, რომელთა დღის წესრიგში კითხვა განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები