LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ჭოჭუა: „როგორ გამოვა სკოლიდან შემდგარი ადამიანი, როდესაც „შეცდომისთვის“ ორიანი აქვს ემოციებში გამჯდარი?“

145
maxresdefault

Coachin Lab-ის დამფუძნებელი, ირინა ჭოჭუა სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, სად იქნება სამყარო 2013 წელს, როცა დღევანდელი პირველკლასელები სკოლას დაამთავრებენ…

„წელს რომ სკოლაში შევიდნენ ბავშვები, ისინი სკოლას დაამთავრებენ 2031 წელს. ვიზვარ და ვფიქრობ, 2031 წელს სად იქნება სამყარო და ამ მსვლელობაში ამ ბავშვებმა ისევ იმ ფორმატში უნდა ისწავლონ, რაც ინდუსტრიალიზმის ეპოქაში მაშინდელმა ყოფამ მოიტანა. ახლა რა ეპოქაში ვართ და რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს? როგორ შეიძლება სკოლიდან გამოვიდეს შემდგარი ადამიანი, როდესაც “შეცდომისთვის” “ორიანი” აქვს ემოციებში გამჯდარი? ან იმ ქარხნის ზარის რეკვის ფონზე რა შემოქმედებითი აზროვნება უნდა განავითაროს?

რა ქცევებს ვასწავლით სკოლაში ბავშვს? დისციპლინას, მორჩილებას, ინფორმაციის უპირობო მიღებას. 2031 წელს არა მგონია, ეს თვისებები სახარბიელო იყოს. რა ვიცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები