LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: “ჩვენც ხო იგივე გადავიტანეთ და რატომ მაშინ არ იყო ასეთი ამბავიო, იცით რატომ? აფხაზეთში რომ ომი იყო, დანარჩენი საქართველო ჩვეულებრივად ცხოვრობდა”

1101
1635958276-ირინა-სარიშვილ1ი

“ჩვენც ხო იგივე და უარესიც გადავიტანეთ და რატომ არ ახსოვს არავის და რატომ მაშინ არ იყო ასეთი ამბავიო…იცით რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთში რომ ომი იყო, დანარჩენი საქართველო ჩვეულებრივად ცხოვრობდა,” – ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სარიშვილი აღნიშნავს, პოლიტიკოსებიც მომხრე-მოწინააღმდეგეებად დაიყვნენ და შორიდან უყურებდნენ ყველაფერს.

“დასახიჩრებული, გაუპატიურებული, დაღუპული ბავშვები.

საკუთარ სახლებში აფეთქებული და ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა.

ჩვენც ხო იგივე და უარესიც გადავიტანეთ და რატომ არ ახსოვს არავის და რატომ მაშინ არ იყო ასეთი ამბავიო…

იცით რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთში რომ ომი იყო, დანარჩენი საქართველო ჩვეულებრივად ცხოვრობდა (ომში წასულ ბიჭებს არ ვგულისხმობ), ჭამდა, სვამდა, ქეიფობდა, დუბაიში დაფრინავდა ტურისტული რეისებით…

ცხინვალშიც ომის დროსაც დაახლოებით ასე…

პოლიტიკოსები? პოლიტიკოსებიც მომხრე-მოწინააღმდეგეებად დაიყვნენ და შორიდან უყურებდნენ ყველაფერს ხან ერთი, ხან მეორე პრეზიდენტის ჯინაზე…

დღესაც იმავეს ვაგრძელებთ, ამჯერად უკრაინის მიმართ, მაგრამ მადლობა ღმერთს, უკრაინაში მთავრობა, მხედრობა, ხალხი, ერი და ბერი ერთადაა და აქედან სამარცხვინო ქმედებებით მათ ვერაფერს ვავნებთ, ისევ საკუთარ თავს დავუშავებთ.
უკრაინას კი ჰყავს მტრის წინააღმდეგ ბოლომდე მებრძოლი მთავრობა, მხედრობა, ერი და ბერი და ეს ხალხი მოიგებს! აუცილებლად მოიგებს,” – წერს ირინა სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები