LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: „გამომიწერა ექიმმა წამლები, ჩავედი საყიდლად აფთიაქში და ფასი რომ მითხრეს, გავშეშდი…“ 

729
page

ირინა სარიშვილი  სამ მცირეწლოვან ბავშვს ზრდის. მისთვის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთანნ გამკლავება არცთუ ადვილია.

ახლახან ირინა სარიშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ პატარებისთვის წამლების საყიდლად აფთიაქში შესული მას შემდეგ გაშეშდა, რაც მათი ფასი გაიგო…

„სამივე პატარა ავად მყავს. ისეთი არაფერი – სარძევე კბილები ამოსდით და ამას თან გაციება დაერთო და ცოტა გართულდა. გამომიწერა ექიმმა წამლები, ჩავედი საყიდლად აფთიაქში და ფასი რომ მითხრეს გავშეშდი. კიდევ კარგი ისე მოხდა რომ მქონდა სამყოფი ფული. წარმოუდგენლად გაძვირდა წამლები.
ამას რატომ ვწერ, იცით? თავზე არ გადამდის, მაგრამ თვიდან თვემდე ასე თუ ისე გაგვაქვს თავი და არც წამლის ყიდვის პრობლემა მქონია ჯერჯერობით. უბრალოდ, ვიდექი აფთიაქში და წარმოდგენაც კი გამიჭირდა იმის, თუ რას გრძნობს დედა, რომელიც შვილისთვის წამალს ვერ ყიდულობს, ვერ მკურნალობსმ ოპერაციას ვერ უკეთებს. ამის წარმოდგენა შეუძლებელია.
ამიტომ გთხოვთ  ყველას, ნახეთ წინა პოსტი პატარა გაბრიელზე, სულ ცოტა დარჩა შესაგროვებელი, გუშინდელი ღამიდან დაემატა თანხა. ვისაც რა და როგორ შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ <3

P.S. ყველა დაზუსტებულ ინფორმაციას განსაცდელში მყოფი ბავშვის შესახებ რეგულარულად გამოვაქვეყნებ ჩემს კედელზე და არა მხოლოდ გამოვაქვეყნებ. აქ ჩვენს ერთობას აქვს მნიშვნელობა და არა იმდენად იმას, ცოტას ჩარიცხვა შეგვიძლია თუ ბევრის. თუ ბევრი ვიქნებით, ყველაფერი გამოვა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები