LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: „კოვიდ-19–მა უკან ჩამოიტოვა უნიკალური და მიუწვდომელი ქართული გენი, ყოვლისშემძლე მუშკეტერები, საუკეთესო კრიზისმენეჯერები…“

217
rirnasarishvli2010

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს კოვიდ-19-ისა და მისი შედეგების შესახებ საქართველოში და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მომნაცემებით იტალიას ვუსწრებთ.

„კოვიდ-19–მა უკან ჩამოიტოვა უნიკალური და მიუწვდომელი ქართული გენი, ყოვლისშემძლე მუშკეტერები, საუკეთესო კრიზისმენეჯერები და დღევანდელი მონაცემებით საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით პროცენტულად უსწრებს 61-მილიონიან იტალიას, ხოლო პირობებით, შესაძლებლობებით ჩამორჩება სავარაუდოდ ყველა ქვეყანას.

შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა: სად წავიდა სპეციალურად ამ მდგომარეობისთვის სესხად აღებული 3 მილიარდი, მაშინ როცა არც ერთი ობიექტი, არც სასწავლო, არც სამკურნალო და არც ნებისმიერი სამსახურის, არ აღმოჩნდა აღჭურვილი იმით, რაც ასეთ სიტუაციაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხოლო რაც შეძენილია, მაგალითად სიცხის გამზომი აპარატები, დიდი ვარაუდით, ძალიან იაფად, ფასის შესაბამისი ხარისხისაა და კაცმა არ იცის რას ზომავს.

უამრავი მაგალითია იმის, როცა კოვიდინფიცირებულებს ტელეფონის ზარზეც კი ვერ პასუხობენ, აღარაფერს ვამბობ მდგომარეობაზე კლინიკებში და ე.წ. კოვიდსასტუმროებში, რომლებშიც ხელისუფლებამ ბიუჯეტის თანხები გადაისროლა.

სრულიად ნათელია, რომ:

1.ხელისუფლებას სიტუაცია ხელიდან გაექცა;
2.ხელისუფლება ამ ეტაპზე არა თუ არჩევნების გადადებას არ აპირებს, არც ამ სიტუაციის შეკავებას ცდილობს ელ ნოემბრამდე იმ იმედით, რომ დაპანიკებული ხალხის ნაწილი არჩევნებზე არ წავა;
3. ხელისუფლება გეგმავს ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის ჩაკეტვას და ქვეყნის შიგნით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რომელსაც რეალურად არანაირი შედეგის მოტანა არ შეეძლება, გარდა ერთისა – არჩევნების გაყალბების შემთხვევაში არ მისცეს ხალხს ქუჩაში გამოსვლის და გაპროტესტების საშუალება.

რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ:

1. არავითარ შემთხვევაში არ ჩავვარდეთ პანიკაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაგვემართება ეს დაავადება – გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსი არსად არ წავა და დროთა განმავლობაში, უკვე დასუსტებული, შეიძლება ყველას შეგვხვდეს;
2. მივხედოთ საკუთარ თავებს მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შეგვიძლია – დავიცვათ ჰიგიენა, ვატაროთ სხვის დასაცავად პირბადე, და ასევე ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია;
3. მიუხედავად ყველაფრისა, წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ამ ქვეყნის მომავალს, რადგან ამ ხელისუფლების სახით ჩვენ კორონაზე ბევრად დიდი საფრთხე გვემუქრება;
4. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, გავიდეთ ოპოზიციასთან ერთად ყველა ქუჩაში და მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე – დავიცვათ ჩვენი ხმები და შევცვალოთ ხელისუფლება.

ეს ძალიან მოკლედ.

უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში ჩემს ვიდეოგამოსვლაში ოფიციალურ გვერდზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები