LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: “მძიმედ ვარ, ემოციებით დახუნძლული მივბოდიალობ, უცებ პატარა გოგონა მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას”

218
1635958276-ირინა-სარიშვილ1ი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური შემთხვევის შესახებ წერს.

როგორც სარიშვილი ჰყვება, ქუჩაში გადაადგილების დროს, მასთან უკრაინელი პატარა გოგონა მივიდა და იმის გამო, რომ პოლიტიკოსს უკრაინის მხარდამჭერი გულსაბნევი ეკეთა, მადლობა გადაუხადა.

ირინა სარიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პატარა გოგონას დედამაც.

“ძალიან მძიმედ ვარ მართლა.

ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია…

ეს პრობლემები რა მოსატანია უკრაინასთან მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც…

უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება…

ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები…

მოკლედ აი ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და ჭავჭავაძეზე აღმოვჩნდი ვერ გავიგე…

უცებ ვხედავ პატარა გოგონა, ასე 7-8 წლის იქნება მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, დავიხარე ჩასახუტებლად, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია წარწერით და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას. მერე ახალგაზრდა ქალიც მოვიდა, ვისთან ერთადაც იყო, ალბათ დედა, გადამეხვია და ისიც მადლობას მეუბნება! რისთვის ხალხო! გულსაბნევისთვის!

მოვიგებთ აბა რა!

დიდება უკრაინას!” – წერს ირინა სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები