LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის

940

ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს.

„მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დენის ო დონოვანმა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები