LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე აფხაზებისგან მობრუნებულ ხატს ელოდება

149
da60b0aed8d43022250d4dfee266fe1e

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე მივიდა და ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანებას ელოდება.

„მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, რადგან თავად დევნილობაში მოექცა ეს ხატი. მინდა, ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს გითხრათ – გახარებულები ხართ? „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, სხვა დანარჩენები. შავი სიხარულით გიხარიათ? ხატი რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ საერთოდ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახალა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც კობახიძის შტო მთლიანად და ეს ხატის გადმობრძანება, რომ ხდება საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა, რათა ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი, მათი თვალსაწიერიდან ვამბობ ამას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს.

მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც” გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები