LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები“ „ბლექ სი არენაზე“

118

9 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ განსხვავებული კონცეფციის პროექტს შემოგვთავაზებს. „ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები“ – ამ სახელწოდების პროექტის ხილვის შესაძლებლობა შეკვეთილში მდებარე არენაზე გვექნება.

ღონისძიება ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას მიეძღვნება. ეს იქნება პირველი საბალეტო წარმოდგენა, რომელიც „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებს. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ანდრის ლიეპა, მასთან ერთად პროეტზე მუშაობენ მსოფლიო მასშტაბის მხატვრები და დიზაინერები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური, ასევე მოდერნბალეტიდან. ამ ნომრებს კი შეასრულებენ საუკეთესო ბალერინები მთელი მსოფლიოდან.

პროექტი ორი წელია, საფრანგეთში, კერძოდ, კანში იმართება ირმა ნიორაძისა და „ასკანელი არტის“ ორგანიზებით. გასულ წელს საუკეთესო მოცეკვავეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, ისინი დაჯილდოვდნენ, წელს კი მათი გალაკონცერტი გაიმართა.

საქართველოში სწორედ ამ პროექტის ანალოგის გამართვა იგეგმება. ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება იმით, რომ ამ უნიკალურ საბალეტო შოუს დასასრულს, მაყურებლის წინაშე თავად ირმა ნიორაძე წარდგება. ცნობილი ქართველი მოცეკვავე სიუპრიზს ამზადებს, კულმინაციურ მომენტს ქართულ მოტივებზე…

როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საბალეტო ღონისძიებაზე დასწრებას მაყურებელი საკმაოდ შეღავათიან ფასად შეძლებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები