LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე დოქტორანტურაში აბარებს – „ქმარი მეუბნება, კულინარიაში უფრო ნიჭიერი ყოფილხარ, ვიდრე მუსიკაშიო“

470
irmasoxdze2021

როგორც ცნობილი მომღერალი, ირმა სოხაძე ჟურნალ ,,სარკის“ დღევანდელ ნომერში ამბობს, ის დოქტორანტურაში ჩასაბარებლად ემზადება.

„რაღაცეები მოვიგონე. გადავწყვიტე, დოქტორანტურაში ჩავაბარო. გაგიჟებისგან თავდასაცავად ყველამ რაღაც უნდა მოვიგონოთ. ლექსის და სიმღერის წერის მუზა არ მომსვლია. არ მქონდა ამის განწყობა. ზაფხულში ცოტა ხნით მაინც გავედით ბათუმში, შეკვეთილში ვიყავით. ახლა ამავე სიტუაციაში სახლში ჯდომა წარმოუდგენელი იქნებოდა, ამიტომ გავიხსენე ინგლისური, ახლა სპეციალობასაც ჩავაბარებ და 3 წელიწადში ვიქნები მუსიკის პროფესორი. ამით დავკავდი პანდემიის დროს. ჩემთვის ძალიან სასარგებლო რაღაცაზე გადავრთე გონება“.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, პანდემიის დროს მეუღლე თავისი კულინარიული შესაძლებლობებით მოხიბლა: „ქმარი მეუბნება, კულინარიაში უფრო ნიჭიერი ყოფილხარ, ვიდრე მუსიკაშიო“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები