LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: „ეს ჩემთვის წარმოუდგენელი მეხი იყო… 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ბავშვი დავკარგე…“

143
irmasoxadze

ირმა სოხაძე „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა. მომღერალმა კონვერტი არ გახსნა, მაგრამ ამბის შესახებ ისაუბრა…

80-იან წლებში, ირმა სოხაძე „პირველ არხზე“ მიუზიკლის, „ზღაპარქალაქის“ ჩასაწერად ემზადებოდა, როდესაც ის ამ არხზე მომუშავე სამი ცნობილი ქალბატონის ინტრიგის მსხვერპლი გახდა და მიუზიკლის გადაღება ჩაიშალა…

ირმა სოხაძე:

ეს სამი ქალბატონი არ იყო ჩვენი რედაქციის წევრი…

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე დიდი ტრავმა, რომელიც შემხვედრია. ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინა, ერთი დედაჩემის მეგობარი იყო… მაგრამ რაღა აზრი აქვს მათი სახელებისა და გვარების ხსენებას. ამიგორეს, მუსიკაც და ტექსტიც ირმა სოხაძისაა, რა, ჩარლი ჩაპლინიაო?!.. დამიბარა თავმჯდომარემ. არ იქნება ამისი ჩაწერაო… წარმოუდგენელი მეხი იყო. სამი თვე ამით ვცხოვრობდი. პირველი მიუზიკლი უნდა ჩამეწერა, საბავშვო… ვიყავი 4 თვის ფეხმძიმე. სახლში მისული ცუდად გავხდი, წამიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვი ვერ შევინარჩუნე… სამი თვის შემდეგ, როცა გამოვედი საავადმყოფოდან და მოვიშუშე ყველანაირი ტკივილი, დამირეკა გიგა ლორთქიფანიძემ და მითხრა, რომ მიუზიკლის ჩაწერა შედგებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები