LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე სტუდენტი გახდა

1016
irmasoxadze202345

მომღერალი ირმა სოხაძე სტუდენტია. ამის შესახებ მან ვრცლად „იმედის დღეში“ ისაუბრა და აღნიშნა:

„ვფიქრობდი, რაღა დროს ჩემი სტუდენტობაა-მეთქი. კონსერვატორიაში ორი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, შემდეგ ასპირანტურაც, როგორც პიანისტს. კი არ ვამბობ, რომ უგზო-უკვლოდ განათლებული ვარ, მაგრამ მაქვს გარკვეული ბაზისი…

ზაფხულში დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ირინა ებრალიძემ და მითხრა, რომ ოთხწლიან დოქტორანტურაზე ძალიან კარგი პირობებია, უფასოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია და მოდი, ჩააბარეო. ინგლისურიც აღარ მახსოვდა ისე და თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ რომ დადგა სექტემბერი და ვნახე, რომ არ იყო საშველი, გადავწყვიტე ჩაბარება. ინგლისური უცებ გოგა ასკურავასთან ონლაინ გავიხსენე. ჩავაბარე კარგად და სპეციალობაში სერიოზული პრეზენტაცია მქონდა. ილიას უნივერსიტეტში ვისწავლი. ჩვენ ავიღეთ ასეთი გეზი, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავწერო პირველი მონოოპერა და თავად უნდა შევასრულო, ის იქნება შერეული ჟანრის. დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ, თან, ქართული არ არსებობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები