LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკურად დააზიანეს, პარლამენტში უნდა მოვიდნენ

387
natia-fanjikize

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო მოსაზრებას ავრცელებს. მისი სურვილია, ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციაზე იდგნენ, ახალი ძალა შეკრან და პარლამენტში მოვიდნენ.

ფანჯიკიძე ამბობს, რომ მათ სისხლი გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის და სწორედ მათში ხედავს ქვეყნის მომავალს.

“ჩემი უდიდესი სურვილია, იმ ახალგაზრდებმა, ვინც ფიზიკურად დააზიანეს და იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაინახეს, როგორ ესროდნენ სახეში ტყვიებს მათ თანატოლებს და გაქცევა, ფეხის მოცვლა არ უფიქრიათ, უნდა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში შემდეგ არჩევნებზე. თუნდაც ათი ადამიანი იყოს ამის მსურველი. ათი ადამიანი უკვე დიდი ძალაა და თუ მეტი იქნებიან, მით უკეთესი. მხოლოდ მათი მჯერა. ვიცი, არასდროს გაყიდიან ქვეყანას, შეუპოვრები, ღირებულების მატარებლები და ძლიერები არიან. ეს არ ისწავლება და არ შეიძინება. დანარჩენი ყველაფერი წერია წიგნებში. მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას.

მათში ვხედავ ამ ქვეყნის მომავალს. მათ უკვე გაიღეს სისხლი საქართველოს თავისუფლებისთვის და უკვე დაამტკიცეს, რომ ერთმანეთს არასდროს დატოვებენ მარტო, ტყვიების პირისპირ.

სხვანაირად ამ რაღაც ნულოვანი პროპორციით თუ რაცაა, ყველაფერი იგივე იქნება, ათასი ჯურის ძირნაყარი ავანტიურისტი მოსკუპდება ისევ,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. 

პროპორციული სისტემა, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი - ივანიშვილმა ცვლილებები დააანონსა

ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დეპუტატებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს და სხდომა ჩაიშალა. თუმცა, თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ დაარბიეს.

საპროტესტო აქციები ამ დრომდე მშვიდობიანად გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან ერთი პუნქტი: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, უკვე შესრულდა. ახლა მონაწილეები დარბევის გამო შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და დარბევის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები