LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ქალი მე ვარ“ – მეზვრიშვილი კობახიძეს პასუხობს

1212
7777777

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი“ გახარიას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ხუმრობით დაწერა: „ის ქალი მე ვარ“.

კობახიძე: გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა

მოგვიანებით კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

„ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები