LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ სიმართლე ბატონი გომელაურის სადღეგრძელოს საპირისპიროა, საზოგადოების მეხსიერებაში ამის ბევრი მაგალითი დაგროვდა: გიორგი კანდელაკი

82
გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, სადაც მინისტრი ამბობს, რომ დღეს, ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია.

კანდელაკის თქმით, ის, რომ „სიმართლე საპირისპიროა, ბატონი გომელაურის ამ სადღეგრძელოსი, ამის მაგალითი ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში ბევრი დაგროვდა.“

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საამისოდ კონკრეტული ფაქტებიც გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ ვახტანგ გომელაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„მაგალითად გამოდგება, იგივე „გავრილოვის ღამე“, როდესაც ეს დარბევა, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში მონაწილე რუსი კომუნისტის, პოლიტიკური ფიგურის საამებლად მოხდა, ან თუნდაც, ცოტა ხნის წინ, როდესაც „კომენდანტის საათის“ დროს, როდესაც მთელი საქართველო სახლში იყო გამოკეტილი, როგორ აცილებდა პოლიციის მანქანა კრემლის პროპაგანდისტს, ვლადიმერ პოზნერს, რომელიც  რესტორანში საქეიფოდ მიემართებოდა. ეს მაგალითებიც კმარა იმის საილუსტრაციოდ, რომ სიმართლე საპირისპიროა,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება – არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები