LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანში აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა – საქართველოს რკინიგზა

77
xandzari-rkinigza

ისანში აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ.

„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები