LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ” – ანდრია ჯაღმაიძე

155
ჯაღმაიძე (1)

კათოლიკოს-პატრიარქის პრესსპიკერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ 9 აპრილის სიყვარული და ერთობა ახლა განმეორდა.

“ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში .

“რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად! 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსამოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება! ქრისტე აღდგა!” – აღნიშნავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები