LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები აღმოჩნდებიან ხოლმე ერთმანეთის მფარველი ანგელოზები – ნათია ფანჯიკიძე

554
fanjikidzee

32 წლის მაგდა გოგუაძე საზოგადოების დახმარებით დღეს ოპერაციას იკეთებს. ის კამარას თანამშრომელია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოც. ქსელში ნათია ფანჯიკიძემ გაავრცელა. ახლაც ფსიქოლოგი წერს, რომ პატარა გოგონას დედასთვის 20 ათას დოლარამდე შეგროვდა.

ფანჯიკიძე თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის, ასევე აქებს თურქ ექიმებს, რომლებსაც ნახევარი საქართველო ჰყავთ გადარჩენილი.

“უსაყვარლესო ადამიანებო, თქვენი დახმარებით, დროულად გახდა შესაძლებელი მაგდას ოპერაციის დანიშვნა. დღეს უტარდება ოპერაცია. უდიდეს მადლობას გიხდით ყველას. რომ არა თქვენ, ვერაფრით მოახერხებდა ოჯახი თანხის უცებ მობილიზებას, რადგან 2015-დან ყოველთვიურად უამრავი თანხა სჭირდება ამ დიაგნოზთან ბრძოლას.

მადლობა თქვენ, მადლობა თურქ ექიმებს, მათ პროფესიონალიზმს, რომლებსაც გადაუჭარბებლად, ნახევარი საქართველო ჰყავთ გადარჩენილი. არაფერია იმაზე

ნათია ფანჯიკიძე: ამ ულამაზეს ადამიანს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა

ახლა თურქეთში, "აჯიბადემის" კლინიკაშია და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 20 ათას დოლარამდე ჯდება.

მტკივნეული, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას არანაირი უსაფრთხოების განცდა არა აქვს, არც ფინანსური, არც სხვა სახის და რომ ასე ძვირი ჯდება ადამიანის სიცოცხლე. ისევ და ისევ, ჩვეულებრივი მოქალაქეები აღმოჩნდებიან ხოლმე ერთმანეთის მფარველი ანგელოზები.

დღის ბოლოს ველი სასიხარულო პასუხს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოგახარებთ თქვენც. ძალიან მიყვარხართ. ასიათასმაგად, ასიათასნაირ ბედნიერებად დაგბრუნებოდეთ თქვენი უსაზღვრო სიკეთე,” – წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, 32 წლის მაგდა გოგუაძე ავთვისებიან მელანომას ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები