LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISFED ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს

131
archevnebi_14

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების  მონიტორინგი 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმციით, მათი დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა.

 

#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი 

 

#41 ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო –  41.0%

#13 შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები –  36.8%

#42 ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.5%

#35 გერმანე საბო  – გირჩი – 4.8%

#45 გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.1%

#43 კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.9%

#44 სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.6%

 

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი

 

#41 ზაურ დარგალი  – ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო – 78.6%

#5 აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11.5%

#2 აკმამედ იმამკულიევი – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის – 7.5%

#42  ალი ბადიროვი – დამოუკიდებელი – 1.2%

 

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

 

#41 გიორგი შენგელია – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 54.2%

#5 სანდრა ელისაბედ რულოვს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.8%

პოპულალურები