LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისი-პარიში“ უკვე გაზაფხულია – აქ საჩუქრები, ვაუჩერები და მასშტაბური ფასდაკლება გელით

294
1

პარფიუმერული კომპანია „ისი-პარი” გაზაფხულის დადგომას, ტრადიციულად, საგაზაფხულო აქციით ხვდება, რომელიც 1-დან 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციის ფარგლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში მისული მომხმარებელი შეძლებს, 20-40% ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია. ამასთან, მას გადაეცემა საჩუქრები ქსელისგან, სხვადასხვა კომპანიებისგან კი ვაუჩერები.

„ასევე ყოველ მეასე მომხმარებელს ჩვენს ქსელში, ამ პერიოდში, გადაეცემა სპეციალურად შექმნილი სასაჩუქრე სურნელოვანი ყუთი, რომელშიც მოთავსებულია სუნამო და მინი პროდუქტები“, – აცხადებენ პარფიუმერულ კომპანიაში.

გარდა ამისა, „ისი-პარიში“ მისულ მომხმარებელს, 3 და 7 და 8 მარტს გარკვეულ შენაძენზე პირველი ქართული ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ გადასცემს ყავის აპარატს, ყავის კაფსულებითურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები