LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი ცხვრებთან ერთად თავს დამესხნენ და ვიგერიებდი – ემზარ კვიციანი

167
emzar kviciani

პარლამენტის დეპუტატი, რომელმაც აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აცხადებს, რომ ის მედიამ დამნაშავედ უსამართლოდ გამოაცხადა.

ემზარ კვიციანი განმარტავს, რომ მას თავს დაესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად და მათ მოგერიებას ცდილობდა. 

„არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ. თავს დამესხა ჯგუფი, ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები უკვე დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ? ეს სამართალია?” – აცხადებს კვიციანი. 

"პოლიციამ რესტორანში წამიყვანა, ვიქეიფეთ და დავბრუნდით" - კვიციანის არასერიოზული პასუხი [ვიდეო]

დააკავებენ თუ არა ემზარ კვიციანს? ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც გუშინ, პარლამენტის წინ კვიციანმა აქციის მონაწილეებს, მედიის წარმომადგენელსა და პოლიციას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის აქტივისტების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ გეგმავს.

“არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების”, – ამბობს კვიციანი. 

შეგახსენებთ, ემზარ კვიციანს პარლამენტის წინ შეკრებილებმა “რუსეთის მონა” უწოდეს, ის კი აქტივისტებს თავს დაესხა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს და პოლიციელს.

ამ საკითხზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და აქციის ორგანიზატორები პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები