LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან“ – საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება

290
we4qy3u

95 წლის ჯიმი კარტერი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი. აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის მიმართ დღეს კეთილადაა განწყობილი ის ამერიკელებიც, ვინც მის პრეზიდენტობას სულაც არ აფასებს დადებითად. კარტერი ამერიკას სათავეში  1977-1981 წლებში ედგა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაერთხელ გაუარესდა. ბოლო წლების განმავლობაში, კარტერი ღვიძლისა და ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. 2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა ჯიმი კარტერის მძიმე ონკოლოგიური დაავადების შესახებ. ოპერაციის შემდეგ მისი განკურნება ქიმიოთერაპიის მეშვეობით მოხერხდა. მიუხედავად პრობლემებისა მას მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა არასდროს შეუწყვიტავს.

ჯიმი კარტერი და მისი 91 წლის მეუღლე როზალინი აქტიურად მუშაობენ არაკომერციულ ორგანიზაცია Habitat for Humanity-სთან ერთად. ეს ფონდი, მთელ მსოფლიოში დაკავებულია ღატაკთათვის სახლების შენებით.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, 94 წლის ჯიმი კარტერი უსახლკაროთათვის სახლებს საკუთარი ხელით აშენებს

მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობის შემდეგ ექიმებმა მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა ურჩიეს, ჯიმი კარტერი საკუთარ დროს მაინც სხვების დასახმარებლად იყენებს

ყოფილი პრეზიდენტი, რომლის წიგნი სახელწოდებით „განთიადამდე ერთი საათით ადრე“ პულიცერის ჯილდოზე წარადგინეს, ამბობს, რომ ფიზიკური შრომა ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

ასაკის, აქტიური ცხოვრებისა და ბევრი მოგზაურობის გარდა, ყოფილი პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე ემოციური დეტალი მეუღლესთან ურთიერთობას ეხება.

ჯიმი და როზალინ კარტერის 73 წლიანი თანაცხოვრება უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება.

,,ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან“ – წერს Washington Post-ი. ჯიმი კარტერმა 21 წლის ასაკში იქორწინა. მაშინ როზალინი 18 წლის იყო.

„ის საოცრად ლამაზი, ძალიან მორცხვი და ინტელექტუალი იყო“ – ასე ახასიათებს კარტერი როზალინს და დასძენს, რომ პირველივე დანახვისას მიხვდა, რომ ის მისი მეუღლე იქნებოდა.

1984 წლიდან დღემდე, წყვილმა 14 ქვეყანაში, 4 300 –ზე მეტი სახლის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები