ისლანდია უცხოელი მოგზაურებისთვის ქვეყნის საზღვრებს ხსნის. „ყინულების სამეფოში“ მოხვედრა 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ხელისუფლებამ კორონავირუსის დამარცხება ოფიციალურად დაადასტურა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მთლიანად კონტროლირდება, თუმცა ქვეყანაში ჩასულ ყველა ტურისტს COVID-19–ის ტესტის ჩაბარება მოუწევს. ანალიზებს აეროპორტშივე აიღებენ და პასუხებიც იმ დღესვე გახდება ცნობილი. დასაშვებია ასევე ტესტის ფრენამდე გაკეთებაც, თუმცა გამორიცხული არ არის რომ მესაზღვრემ განმეორებითი ანალიზი მოითხოვოს.

პროცედურაზე უარის თქმის შემთხვევაში, მგზავრს 2–კვირიანი სავალდებულო კარანტინი ელოდება.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ისლანდიაში დაბრუნებას შეძლებენ ასევე სხვადასხვა პროექტების გადამღები ჯგუფები და მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ისლანდიისთვის ტურიზმი ძალიან ბევრს ნიშნავს და ხელისუფლებამ საზღვრების გახსნა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვირუსი სამუდამოდ ვერ გაქრება, ამიტომ ქვეყანამ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

 

მსგავსი თემები