LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი იხსნება – მსოფლიო ვაქცინაციის ლიდერი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

62
israelvaqcin345

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების კუთხით ისრაელი მსოფლიოს ლიდერია. ამ დროისათვის 9 მილიონიან ქვეყანას მთელი მოსახლეობის თითქმის 50% უკვე ჰყავს აცრილი ერთი დოზით, ვაქცინაციის პროცესი კი შეუფერხებლად გრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით აცრამ ინფიცირების შემთხვევები 95.8%-ით შეამცირა.

შედეგად, ისრაელის მთავრობას უკვე შეუძლია გახსნას ქვეყნის ეკონომიკა და შეზღუდვები, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებს, მომავალ თვეში ეტაპობრივად, სრულად მოიხსნება.

ისრაელში უკვე ღიაა მაღაზიები. ღიაა თეატრები და სავარჯიშო დარბაზებიც, მხოლოდ ჯერჯერობით მათთვის, ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19, ან უკვე აიცრა. ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს სოციალური დისტანცირების წესები, სინაგოგებსა და სხვა რელიგიური თავშეყრის ადგილებში კი მლოცველთა განახევრებული ოდენობა დაიშვება.

დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ, მარტის თვიდან კი მათ დანარჩენი მოსწავლეებიც შეუერთდებიან.

ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 740 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებას 5500 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანას საყოველთაო კარანტინის სამჯერ გამოცხადება მოუწია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები