LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას იწყებს

68
ისრაელი-1

ისრაელი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას იწყებს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1-ლი ნოემბრიდან, ისრაელში ვაქცინირებულ, ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ქვეყანაში იმ ტურისტებს შეუშვებენ, რომლებიც შემდეგი ვაქცინებით არიან აცრილები: Pfizer/BioNTech, Moderna, Astrazeneca, Johnson & Johnson, Sinovac და Sinopharm. თუმცა, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებიდან გასული არ უნდა იყოს 180 დღეზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან დაიშვებიან, რომლებიც ინფექციის მაღალი მაჩვენებლების გამო ე.წ. წითელ სიაში არ არიან შეყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები