LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერს ბრალი წაუყენეს – რას ედავებიან ბენიამინ ნეთანიაჰუს

171
-109775369-mediaitem109775368

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა მდიდარი ბიზნესმენებისგან საჩუქრები მიიღო, ასევე, ერთ-ერთი გაზეთის გამომცემელს სთხოვდა, დადებით ჭრილში გაეშუქებინა.

პრემიერმინისტრი სულ სამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.

BBC-ის ინფორმაციით, საჩუქრებს შორის იყო შამპანიური და სიგარები, იმის სანაცვლოდ, რომ არნორ მილჩენს აშშ-ს ვიზა მიეღო. გამოძიების ცნობით, საუბარია 100 000 დოლარის ღირებულების საჩუქრებზე.

ნეთანიაჰუ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ოპონენტების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ნეთანიაჰუ, რომელიც უკვე ათი წელია პრემიერია, სექტემბრის არჩევნებში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები