LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

45
ღაზას სექტორი

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს.

მათივე მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი ბუშტები გაუშვეს, რამაც ხანძრის სამი კერა გამოიწვია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები