LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა სირიაში ირანელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დაბომბვა განახორციელა

ისრაელი

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

„სირიის ტერიტორიიდან მოქმედმა „ალ-კუდსის“ ძალებმა „მიწა-მიწის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს გოლანის სიმაღლეების მიმართულებით, რომელიც განეიტრალებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში „ალ-კუდსის“ ობიექტებზე, ასევე სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებზე,“ – ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ისრაელი განაგრძობს აქტიური ზომების მიღებას სირიაში ირანის გაძლიერების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ირანის სამხედრო თვალსაზრისით დამკვიდრების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელი სირიაში მდებარე ირანის ობიექტებზე დარტყმებს გააძლიერებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები