LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში მცხოვრები ლაშა შაყულაშვილი ქართველებს მიმართავს: „ისრაელის ჯანდაცვაზე სანდო ჯანდაცვის სისტემა – სადმე გეგულებათ?“

39505
lahanews45

ისრაელში მცხოვრები ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომლითაც შეუძლია, ამ ქვეყანაში შეუფერხებლად იმუშაოს და დასძენს, რომ აცრა მნიშვნელოვანია პანდემიის დასრულების საქმეში.

ლაშა შაყულაშვილი:

„დილა მშვიდობისა, მეგობრებო.

რას ვიზამთ, ქართველად ყოფნის ნაწილი – ყველა საკითხზე ერთმანეთის დაჭმა და უკან, შუასაუკუნეებში გადათრევაა.

გუშინ, თბილისში, ვაქცინის მოწინააღმდეგეებს – აქცია გაუმართავთ. კომენტარები წავიკითხე და გამოვშტერდი, ხალხი შვილების სკოლებიდან გამოყვანას გეგმავს; პედაგოგები კი სამსახურების დატოვებას აპირებენ.

არ მინდა და არ ჩამოვთვლი … რამდენი ადამიანის პანაშვიდზე ვიყავი შარშან/წელს, რომლებიც კოვიდმა ჩადო მიწაში.

მოკლედ, რატომ ვწერ ამ სტატუსს: აქ, ისრაელში, უცხოეთში აცრილ არა-მოქალაქეებზე ითხოვენ სპეციალური ტესტის ჩაბარებას, რათა თავისუფლად ვიმუშაოთ აკადემიურ სივრცეში, წავიდეთ ყველგან და მხოლოდ დახურულ შენობებში/ტრანსპორტში ვატაროთ პირბადე.

მე ვარ ჩინური „სინოფარმით“ აცრილი, ხოლო ეს გახლავთ ჩემი ტესტის შედეგი. კლინიკიდან დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროში იგზავნება – მოგვიანებით კი სამინისტრო მე მიგზავნის მას. ამ სახელმწიფოს აზრით – მე სავსებით დაცული ვარ. ჰოდა, ისრაელის ჯანდაცვაზე სანდო ჯანდაცვის სისტემა – სადმე გეგულებათ?

აიცერით, აცერით ოჯახის წევრები. ეს მკვლელი ვირუსი არსად წასულა. ნუ გეზარებათ – დაისვით თქვენი ახლობლები და აუხსენით, რატომ უნდა აიცრან, თორემ … უფრო მეტი და მოტივირებული მსურველია მათი გადარწმუნების“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები