LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

566
israeli-w-h

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

შესაბამისად, მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილების უფლება, დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფუნქციონირებას შეწყვეტს კაფეები და რესტორნები.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ინფორმაციისთვის, ისრაელში, ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა.

ამ დრომდე, ქვეყანაში ვირუსი 153 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1108 პირი.

ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა კი, 3000-დან 5 000-მდე მერყეობს.

როგორც ცნობილია, შემზღუდველი ზომები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები