LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში ვაქცინის მესამე დოზის მიღების შემდეგ, 60 წელს ზემოთ მყოფ პირებში შემთხვევების რიცხვი შემცირებულია

294
1

“მონაცემები აჩვენებს, რომ ისრაელში 60 წელს ზემოთ მყოფ იმ პირებში, ვინც ვაქცინის მესამე დოზა მიიღო, ინფექციის გავრცელება შემცირებულია”, – ასეთ განცხადებას აკეთებს Sheba-ს სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორი, წამყვანი ინფექციონისტი გილი რეგევ-იოჩაი და იმ ფონზე, როდესაც ბოლო ორი დღის განმავლობაში, ისრაელში შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება, აცხადებს, რომ სჯერა, ორი კვირის განმავლობაში ავადობა შემცირდება.

ინფექციონისტის განცხადებით, ამ ეტაპზე, არავაქცინირებული პირები 8-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

ისრაელის მედია წერს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, თებერვლის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გუშინ გამოვლინდა 8 500-ზე მეტი შემთხვევა.

ამ დროისთვის 578 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, კრიტიკული პაციენტებიდან არც ერთი არ არის სამჯერადად აცრილი. 

დღესვე კორონავირუსის კომისარმა პროფესორმა სალმან ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელი ფაქტობრივად, ომშია და მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება.

ამავდროულად, ქვეყანა აგრძელებს 50 წელს ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაციას ე.წ. “ბუსტერ-დოზით”.

9 მილიონიან ისრაელში, ამ დროისთვის, კოვიდვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიღებული აქვს 5 855 387 ადამიანს; ორჯერადად აცრილია 5 421 544 მოქალაქე, მესამე დოზა, ე.წ. “ბუსტერი” კი უკვე მიიღო 50 წელს გადაცილებულმა 1 052 615-მა ადამიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები