LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრიალე სახურავზე – ბაკურიანში ინოვაციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებენ

257
dux poto

სრიალის მოყვარულთა სეზონი, შესაძლოა, უკვე 365 დღეც გაგრძელდეს. ამის შესაძლებლობას მომხმარებელს კომპანია „დუქს დეველოპმენტი“ აძლევს.

„ეს მითი არ არის და მთელი წლის განმავლობაში სრიალი სულ მალე საქართველოშიც შესაძლებელი იქნება“, – ამბობენ „დუქს დეველოპმენტში“. კომპანია ბაკურიანში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, სახელწოდებით „ლენდმარკ ბაკურიანი“.

„2020 წლიდან, სასრიალო ტრასა საცხოვრებელი კომპლექსის სახურავზე – ეს „ლენდმარკ ბაკურიანის“ გამორჩეული არქიტექტურის ნაწილია. რაც არ უნდა უტოპიური ჩანდეს, ანალოგიური სასრიალო ტრასა 2018 წლიდან კოპენჰაგენის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის სახურავზე ფუნქციონირებს. ვიდრე საწარმო 400 000 ტონა ნაგავს ელექტროენერგიად გარდაქმნის, მის სახურავზე მოსრიალეებს უდიდესი სიამოვნების მიღება შეუძლიათ.

პროექტის ავტორებმა „დუქს დეველოპმენტს“ თავდაპირველად შენობის გადახურვის სხვა უნიკალური ვერსია შესთავაზეს, რომელიც მშენებლობის ადგილის რელიეფს იმეორებდა. მოგვიანებით კი 100 მეტრზე მეტი სიგრძის სასრიალო ტრასის მშენებლობა გადაწყდა, რომელიც ბავშვებისთვის თუ დამწყები მოსრიალეებისთვის იდეალური ადგილი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს.

პროექტი ბაკურიანის ულამაზესი ლანდშაფტიდან რომ არ ამოვარდნილიყო და არც მასიური იერი ჰქონოდა, ბაკურიანში არსებული ნაძვების რელიეფი არქიტექტორებმა პროექტის ფასადზე გადაიტანეს. ბაკურიანის სამივე მახასიათებელია მოქცეული ერთ პროექტში – მთა, ნაძვები, სრიალი და ეს ყველაფერი ოთხივე სეზონზე“, – აცხადებენ „დუქს დეველოპმენტში“.

საცხოვრებელ კომპლექსს სასტუმროების მართვის კომპანია ჩაიბარებს და თითოეული აპარტამენტის მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ცნობისთვის, „დუქს დეველოპმენტი“  არის აზერბაიჯანული კომპანია ORI Group-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 5 წელია ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები