LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ჩაიწერება, რომ ქართველმა დეპუტატებმა თავის კოლეგა გაწირეს – კვიციანი მელიას თავდებში უდგება

329
emzariiikoo

ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. მისი თქმით, ფაქტია, რომ ნიკა მელია არსად გაქცევას არ აპირებს და ვინაიდან მისი პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ შესაძლოა რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული.

კვიციანი ასევე მიმართავს დეპუტატებს დაუშვან შესაძლებლობა რომ ნიკა მელიას მიმართ შინა პატიმრობა იქნას გამოყენებული.

“21-ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მოუწოდებდნენ კიდევ ასე, მახსოვს ასეთი ფრაზა – “ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება” – გახსოვთ ალბათ ყველას ხო? ამის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა, არის დაკითხული ან დაკავებული?

რაც შეეხება ნიკანორ მელიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად, დღესაც აგერ მოვიდა, ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს, ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა?

თუ არის საშუალება იმის, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება, რომ თავდებში დაუდგეს ნიკანორ მელიას? არის თუ არა ასეთი შესაძლებლობა, აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის [ხელს გამოძიებას], ან შიდაპატიმრობა იყოს?

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლევა გაწირეს, რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით აქ, კეთილი ინებეთ და კოლეგიალურობა დავიცვათ, მოვითხოვოთ, კი ბატონო, შიდაპატიმრობა, სანამ არ დასრულდება გამოძიება. არ არის აუცილებელი, პატიმრობა შეეფარდოს, 57 000 გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში”- განაცხადა კვიციანმა

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/383705469166033/?__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARAERiGtD57HrW6j5XxMV4TcJLx0YF_Da7HAk_LXusDyhCWa0NHkNLYUzvmMOvq64l4QUip8gJ0CZeyp

ამ წუთებში, ნიკა მელია სესიაზე “ქართული ოცნების” პირისპირ მარტო იმყოფება. მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან.

მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი - ნიკა მელიას მიმართვა პარლამენტს

მელია სესიაზე "ქართული ოცნების" პირისპირ მარტო იმყოფება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები