LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა – ინფიცირებული პაციენტი 36 წლის იტალიელია

90
virusi

სამედიცინო ჟურნალი  Journal of Infection– ი წერს, რომ ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად დაუდგინდა COVID-19, მაიმუნის ყვავილი და შიდსი.

ინფიცირებული პაციენტი 36 წლის იტალიელია, რომელიც 16-20 ივნისს ესპანეთში ისვენებდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაეწყო ყელის ტკივილი, დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კაცმა ქალაქ კატანიას საავადმყოფოს მიმართა.

თავდაპირველად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შემდეგ კი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდა. აივ-ინფექციაზე და მაიმუნის ყვავილზე ჩატარებულმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები