LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში პირველად – მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაცია გაზომეს

179
120289518-326867401906607-1024675107326952802-n

მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაციის დონის დადგენა შეძლეს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ აპოლოს მისიებში მონაწილე ასტრონავტებს თან დოზიმეტრები ჰქონდათ, მათი მონაცემები არასდროს გამოქვეყნებულა.

დაახლოებით 4 წლის შემდეგ „ნასა“ არტემისის მისიის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას გეგმავს, ამიტომ ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისე სასიხარულო.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაცია 200-ჯერ აღემატება დედამიწის ზედაპირზე არსებულს. იგი საგრძნობლად, 2.6-ჯერ მეტია რადიაციის იმ დოზაზე, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები იღებენ.

მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაციის დონის გაზომვა პირველად ჩინურმა ხომალდმა, „Change’4” – მა შეძლო,  რომელიც მთვარის “ბნელ” მხარეს 2019 წელს გაუშვეს.

რადიაცია კოსმოსური მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ყველასთვის ცხადია, რომ რადიაციის ამ დოზას სიმსივნის და უნაყოფობის, ასევე სხვადასხვა პათოლოგიების გამოწვევა შეუძლია.

მისია „არტემისის“  ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე 2024 წელს გაემგზავრებიან და იქ დაახლოებით ერთი კვირა დარჩებიან, ზედაპირზე გადმოსვლა კი ორჯერ მაინც მოუწევთ. „ნასაში“ აცხადებენ იმასაც, რომ მარსის მისიები გაცილებით ხანგრძლივი იქნება და ასტრონავტებსაც გაცილებით მაღალი გამოსხივების ქვეშ ყოფნა მოუწევთ. შესაბამისად, მარსის მისიებისათვის განკუთვნილი ხომალდები მეტი დამცველი ფარით, დოზიმეტრით და განგაშის სიგნალებით აღიჭურვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები