LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული გამარჯვება: გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა

124
BeFunky-collage (6)

გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს – ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს.

გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, თბილისის “მებრძოლი” ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა.

ცოტა ხნის წინ, ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, +90 კგ-ში მო­ას­პა­რე­ზე  გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი მოწინააღმდეგე კარიერაში პირველად დაამარცხა.

ცნობისთვის, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ას­პა­რე­ზო­ბას 3 ქარ­თუ­ლი კლუ­ბი იღებს: “გოლ­დენ გორი”, “მებ­რძო­ლი” და “არეა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები