LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული პროექტი – პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო

358
80698169-2769805723041400-1994633415567081472-n

მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა – წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამთოსათხილამურო კურორტი ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.

ადიგენიგოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა.

გაზსადენის მშენებლობა საქართველოს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით განხორციელდა.

შეგახსენებთ, კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების მშენებლობა ხორციელდება. უკვე გაიხსნა ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტები, ლაუნჯი, სათხილამურო აკადემია, ყინულის მოედანი. მოეწყო თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები და განახლდა არსებული კოტეჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები