LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისწავლე წესები, რათა სწორად შეძლო მათი დარღვევა!“ – დალაი-ლამას ცხოვრების წესი

10094
14th Dalai Lama

ნგაგვანგ ლოვზანგ ტენცზინ გიამცხო – სწორედ ასე ჰქვია დალაი-ლამა XIV-ს, რომელიც არა მხოლოდ ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი, არამედ უდიდესი ჰუმანისტი და უფლებადამცველია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1989 წელს ნობელის პრემიითაც დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში.

ცნობილი გამონათქვამები:

სამყარო არასდროს იქნება სრულყოფილი, რადგან ადამიანები ვერსადროს გახდებიან იდეალურები.

თუ დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და თუ ვერ ეხმარები, ზიანს მაინც ნუ მიაყენებ!

შეგიძლია მუდმივად შეიცვალო მიზნები, მაგრამ ნურასდროს უღალატებ ფასეულობებს.

სანამ სხვას გაკიცხავ, მანამდე მისი გზა გაიარე, მისი ტკივილი იგრძენი და მხოლოდ მერე თქვი, რომ იცი, როგორ იცხოვრო სწორად.

გახსოვდეს, რომ ყოველთვის არ გჭირდება ის, რაც ასე ძალიან გინდა.

როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი არეულია და ვერაფრის დალაგებას ვერ ახერხებ, სწორედ მაშინ შემოდის შენს ცხოვრებაში საოცრება.

ნურასდროს გაუბრაზდები შენს მტრებს, რადგან სწორედ ისინი გასწავლიან მოთმინებას, სიმშვიდეს და თანაგრძნობას.

თუ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, სანერვიულო არაფერია და თუ არ შეიძლება, მითუმეტეს არ ღირს ნერვიულობა.

ზოგჯერ დუმილი ყველაზე კარგი პასუხია.

ადამიანი ჯერ ჯანმრთელობას სწირავს გამდიდრებას, მერე მთელ ქონებას ჯანმრთელობის აღდგენაში ხარჯავს.

ზოგი ისე ღელავს მომავალზე, რომ აწმყო ავიწყდება და საბოლოოდ ვერც აწმყოში ასწრებს ცხოვრებას, ვერც მომავალში.

გაითვალისწინე სამი რჩევა – პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვას და ნურასდროს გაექცევი პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებაზე.

ძველი მეგობრები მიდიან, ახლები მოდიან. ზუსტად ისე როგორც დღეები, ძველი მიდის ახალი მოდის. მთავარია, ყოველ დღეს და ადამიანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინო.

ვერასდროს მიაგნებ ჰარმონიას გარე სამყაროში, სანამ საკუთარ თავს არ შეურიგდები.

ზოგი ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება, სიკვდილის წინ კი, ნანობს, რომ ცხოვრება ვერ მოასწრო.

შეიძლება დამარცხდე, მაგრამ შეძენილ გამოცდილებას მაინც სამუდამოდ შეინარჩუნებ.

შეაფასე გამარჯვება იმით, რისი მსხვერპლად გაღებაც მოგიწია.