LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IT აკადემია STEP-ის მიმართვა მშობლებს

87
მარიამის 715 -400

მიმართვა მშობლებისადმი:

მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო მკითხველნო და გამომწერნო, ჩვენო თანამოაზრენო და მომავალი თაობის აღმზრდელნო, თაობის, რომელის მალე დაადგება განვითარების ნანო-ტექნოლოგიურ გზას და იცხოვრებს ინოვაციურ-ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში. აიტი აკადემია “სტეპმა” მრავალი პუბლიკაცია და განცხადება გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის აიტი განათლება. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის რომ არ დარჩნენ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე. ეს ცოდნა აუცილებელი და გამოყენებადია უკვე ყველა ქვეყანაში, კომერციულ თუ სამთავრობო სექტორში, ნებისმიერ საწარმოო დაწესებულებაში, იქნება ეს ქარხანა თუ ფაბრიკა, რომლებიც გადავიდნენ კომპიუტერიზაციის და პროგრამული უზრუნველყოფის ეტაპზე და შეუმსუბუქეს ამით ფიზიკური შრომა დასაქმებულებს. ამავდროულად გახდა მოთხოვნადი შესაბამისი განათლების და კომპეტენციების კადრები, რომლებიც მართავენ ელექტრონულ მოწყობილობებს და რობოტოტექნიკას.

IT აკადემია STEP გთავაზობთ თავის მომსახურებას საგანმანათლებლო კუთხით ინტელექტუალურ, შემოქმედებით და პროფესიონალური ზრდისთვის აიტი მიმართულებით. აქედან გამომდინარე თქვენი შვილი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე პროფესიის დაუფლებას სასწავლო კურსის დასრულებისას.

როგორც პროგრამულად, ასევე სასწავლო პროცესში ჩართულია თეორიული და პრაქტიკული განვითარების ინვაციური მეთოდები: მეხსიერების გაუმჯობესების, დაკვირვებულობის, ყურადღების კონცენტრირების, ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების და ა.შ.
IT აკადემია STEP ასევე იზრუნებს სტუდენტთა ზოგად კულტურულ და ფსიქოლოგიური დონის ამაღლებაზე, საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებაზე, პროდუქტიულობის ამაღლებაზე როგორც სასწავლო, ასევევ შემდგომში სამსახურეობრივ პროცესში.

IT აკადემია STEP იზრუნებს თქვენს პირმშოზე და აქცევს მას ყველასთვის საამაყო “სტეპერად” – თავისი საქმის პროფესიონალად, რომლის წინაშეც ღია იქნება კარებები წამყვანი კომპანიებისა!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები