LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ ავსტრალიას “ასტრაზენეკას” ვაქცინების მიღება დაუბლოკა

109
დჰდა

იტალიის მთავრობამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეზღუდა. გადაწყვეტილება იტალიაში, AstraZeneca-ს ქარხანაში წარმოებულ ვაქცინის 250 000 დოზას შეეხება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

საუბარია ვაქცინებზე, რომლებაც „ასტრაზენეკა“ უშვებს რომთან მდებარე საწარმოში. ფარმაცევტული კომპანია იტალიის მთავრობისგან ითხოვდა ექსპორტის უფლებას, რაზეც უარი მიიღო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ავსტრალია განსაკუთრებით ეპიდმდგომარეობით “დაუცველი” ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ხოლო იტალიასა და ევროკავშირში ვაქცინების დეფიციტია.

როგორც Reuters-ი წერს, იანვარში, „ასტრაზენეკამ“ ევროკავშირს პირველი კვარტლის განმავლობაში მისაღები ვაქცინების რაოდენობა 90 მილიონიდან 40 მილიონამდე შეუმცირა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ  50%-ით შემცირდება მეორე კვარტალში გასაგზავნი ვაქცინების რაოდენობასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები