LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ უსაფრთხო მოგზაურობისთვის აპლიკაცია შექმნა, რომელიც პირველივე დღეს მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა

231
mobapp20915

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის გარშემო უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის აპლიკაცია Immuni შექმნა. მისი გამოყენება ქვეყანაში ჩასულ ყველა ვიზიტორს შეეძლება.

აპლიკაცია ადამიანებს შორის კონტაქტებს ადგენს და მომხმარებელს დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც დაინფიცირების რისკი წარმოიქმნება.

,,იმუნი“ Bloetooth Low Energy–ს ტექნოლოგიით მუშაობს, ამიტომ ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს, მას არც იდენტიფიცირება და არც მომხმარებლის გეო–ლოკაცია  სჭირდება. მინიმალური პერსონალური მონაცემების (როგორიცაა –საცხოვრებელი ადგილი) მითითების შემდეგ, სისტემა ავტომატურად ფუნქციონირებას იწყებს.

აპლიკაცია სრულად ანონიმურია და მონაცემები დაშიფრულ იტალიურ სერვერებზე ინახება. პროგრამის შემქმნელები პირობას დებენ, რომ ყველა ინფორმაცია 2020 წლის 31 დეკემბერს ავტომატურად უნდა წაიშალოს.

თუკი იტალიაში ჩასულ უცხოელს COVId-19–ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაუჩნდება ან რისკ ჯგუფში მოხვედრის  შესახებ შეტყობინებას მიიღებს (მისი რომელიმე კონტაქტის დაინფიცირების შემთხვევაში) – აუცილებლად ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.

აპლიკაცია სავარაუდო დაინფიცირების და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ შეტყობინებას ოპერატიულად გზავნის. „იმუნი“ ქვეყნის დატოვების შემდეგაც მუშაობს და 14 დღის განმავლობაში ტურისტის ინფორმირებას აგრძელებს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყველა ვიზიტორისთვის უფასოა და ის ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზეა ხელმისაწვდომი.

საინტერესოა, რომ აპლიკაცია იტალიის მოსახლეობის 50%–მა უკვე ჩამოტვირთა, რაც მის წარმატებულობაზე მეტყველებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები