LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, 2 სუნამოს ქურდობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს

147
verona

46 წლის ქართველი მამაკაცი, იტალიაში – ქალაქ ვერონაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცმა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ”სეფორაში” 200 ევროს ღირებულების 2 სუნამო მოიპარა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქურდობის შემდეგ მამაკაცის შეჩერება მაღაზიის დაცვამ სცადა. თუმცა, მან თავის დაღწევა შეძლო და გაიქცა, მოპარული ნივთები კი ქუჩაში დაყარა. პოლიციამ ის მალევე დააკავა.

როგორც პოლიციაში განმარტავენ,  საქართველოს მოქალაქე მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიც იყო დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები